ახალი ამბები

კახეთში მცირე თოვლი 3 დღე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის პროგნოზის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარი 10-15 მეტრი წამში და ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. კახეთში ამაღამ ნალექი შენარჩუნდება. მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი ხვალაც. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ +1 +6 გრადუსია მოსალოდნელი. სინოპტიკოსთა გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, 22-28 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +14 გრადუსამდე აიწევს, ხოლო ღამით +5 დაფიქსირდება. კახეთში, ამაღამ ღამით, ყინვა -2 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით +5 გრადუსი სითბო იქნება. 19-20-21 თებერვალს ღამით -4 გრადუსი ყინვა, დღისით +3 გრადუსი სითბო შენარჩუნდება. 22 თებერვალს ტემპერატურა ღამით –5 გრადუსზე დაეცემა. 23 თებერვლიდან ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, აღმოსავლეთ საქართველოში სითბო +9 გრადუსამდე აიწევს.