ახალი ამბები

კახეთში 12 წლის ორსული გოგონა მეუღლემ მიატოვა

გოგონას დედის ინფორმაციით, მისი ყოფილი სიძე დაუბრუნდა პირველ ცოლს, რომელიც 14 წლისაა და 9 თვის ორსულია. 

“ჩემი შვილი მეორე ცოლი იყო. ისინი არაოფიციალურად ზაფხულში დაქორწინდნენ. როდესაც ჩემს შვილთან დაშორება გადაწყვიტა ასე თქვა: მე ქალი მინდოდა და ვერთობოდიო. ჩემი ყოფილი სიძე პირველ ცოლს დაუბრუნდა. ის გოგონა 13 წლის იყო, როდესაც მოიყვანა და მალევე, ერთი წლის შემდეგ დაშორდა. ის ამ სიტუაციით ერთობა, როდესაც სხვადასხვა ადამიანზე გადაინაცვლებს”, – განაცხადა არასრულწლოვანი გოგონას დედამ. 

სამართალდამცავებმა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით, 18 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლის, შორენა ჯახუას განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, რომელიც16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ეს პიროვნება დაკავებულია და ის აღიარებს დანაშაულს“, – განუცხადა Knews.ge-ს შორენა ჯახუამ. 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის დარეჯან ესიტაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამაყრება გამოიწვევს შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 

„სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ, როგორც გოგონასთან ასევე ბიჭთან შეიძლება იყოს გაუკუღმართებული ფორმითაც. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი არის სრულწლოვანი, რომელიც ამ მუხლით გათალისწინებულ ქმედებას ახორციელეს 16 წლის ასაკს მიუღწეველ პიროვნებასთან. აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ცხრა წლმდე ვადით. ამ დანაშაულისათვის დამხასიათებელი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს დანაშაული კონკრეტულად სრულწლოვანი პიროვნების მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება 16 წლის ასაკს მიუღწევეველთან დასჯადია იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არის ნებაყოფლობითი, რადგან ისინი ვერ იქნებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში“, – განუცხადა Knews.ge-ს დარეჯან ესიტაშვილმა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი. გამონაკლის შემთხვევებში 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. 16 წლამდე ასაკში ქორწინებას კი მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ ცნობს.