ახალი ამბები

ჟურნალისტი ზვიად რუაძე კახეთში ბურჯანაძის პარტიის პრესსამსახურს უხელმძღვანელებს

,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” კახეთის რეგიონუალურ კოორდინატორის, ვალერ შოშიაშვილის განცხადებით, რუაძე სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა:
,,პარტიაში, პრესსამსახურის თანამდებობა ზვიად რუაძეს მე შევთავაზე და თანხმობის შემდეგ იგი შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. დაგეგმილი გვაქვს ბევრი აქტივობა, მათ შორის მოსახლეობასთან შეხვედრები”, – აცხადებს knews.ge-სთან ველარ შოშიაშვილი.
ზვიად რუაძეს ჟურნალისტიკაში 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.