ახალი ამბები

სიღნაღელი თეონა ტუხაშვილი „ქართული კალიგრაფიის“ ფინალისტი გახდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თეონა ტუხაშვილი კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ ფინალისტი გახდა. კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მეხუთედ ჩატარდა.
კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, სხვა დაინტერესბულ პირებში და ამ გზით მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და ქართული ანბანის საქართველოს გამორჩეულ კულტურულ მონაპოვრად წარმოჩენა/პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.