ახალი ამბები

საარსებო მინიმუმმა იანვარში 141.9 ლარი შეადგინა

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარში 2014 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,4% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ჯანმრთელობის დაცვის ფასები გაიზარდა 7,3%-ით, კერძოდ, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,8%);
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,7%-ით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (20,9%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (3,6%), თევზეულზე (3,1%).
ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 6,6%-ით, მათ შორის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (9,3%).