ახალი ამბები

თელავის თეატრის „პრიმადონა“ იუბილარია

 თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს ვენერა ფეიქრიშვილს დაბადებიდან 72 წელი შეუსრულდა.  მსახიობი 1943 წელს ყვარელში დაიბადა. სამსახიობო კარიერის საუკეთესო წლები მან თელავის თეატრს მიუძღვნა. ვენერა ფეიქრიშვილს 100-ზე მეტ სპექტაკლში აქვს განსახიერებული როლები.

ვენერა ფეიქრიშვილი ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და შესრულებული როლებისათვის  “თეატრის მოღვაწეთა კავშირის” პრემიით,  გასულ წელს დაჯილდოვდა.

მორიგი იუბილე  მშობლიურმა თეატრმა საჯაროდ მიულოცა: „ გვინდა ვუსურვოთ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და კვლავ და კვლავ შემოქმედებით წარმატებები! კიდევ დიდხანს გაგეხარებინოთ თქვენი მაყურებელი ახალი საინტერესო როლებით!“, – ნათქვამია თეატრის განცახდებაში. 

ქალბატონ ვენერას მილოცვებს უერთდება knews.ge რედაქციაც. საუკეთესო როლებს და მაყურებლის მქუხარე ოვაციებს ვუსურვებთ.