1. თელავის მერია შშმ სპორტსმენების ინტეგრაციისთვის 15 000 ლარს დახარჯავს

თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, მერია აღნიშნულ პირებს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარება.

,,მერიის ბიუჯეტიდან წელს შშმ პირების ხელის შეწყობისთვის გამოყოფილია 15 ათასი ლარი, რომლის ფარგლებშიც სპორტსმენებისთვის მოხდება სპორტული პისტოლეტების შეძენა მიზანში სროლაში სავარჯიშოდ. გარდა ამისა აღნიშნული თანხის ფარგლებში სასპორტო სკოლაში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, დაგეგმილია ინსტრუქტორების ჩამოყვანა”,- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.