ახალი ამბები

თელავში ოსკარზე წარდგენილი ფილმების კინოჩვენება მიმდინარეობს

ფილმის ჩვენება 4 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება. 
„მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ოსკარის დაჯილდოვებამდე, ყოველდღიურად, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ვაჩვენოთ ერთი ფილმი, რომელიც წარდგენილი იქნება ოსკარზე. ამ დრომდე ვაჩვენეთ ოსკარის ერთ-ერთი ნომინანტი ფილმი „Grand Budapest Hotel”, რომელიც წარმატებული გამოდგა“, – აღნიშნა რატი თეგერაშვილმა.