ახალი ამბები

კახეთში ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაეცემა

კახეთში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი ქვეყნის ტერიტორიაზე 20 თებერვლამდე გაგრძელდება:
,,რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დღეს დილიდან თოვს. დღეიდან კახეთში ჰაერი დღისით +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 0 გრადუსამდე დაეცემა”, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში.
14 თებერვლიდან გამოიდარებს და დღისით +8 გრადუსი სითბო, ხოლო ღამით –3 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდება.