ახალი ამბები

1 დოლარის შეძენა 2.01 ლარი ღირს

ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარს გადააჭარბა. ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 28 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 2,0144 ლარად იქნება შესაძლებელი. 
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.9962-ს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0182 ლარი შეადგინა.