ახალი ამბები

1 დოლარი 1,9962 ლარი ღირს

ლარი კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა.  დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედით ისევ გაუფასურდა. ხვალიდან, 27 იანვრიდან 1 დოლარის ოფიციალური ფასი 1,9962 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 1.9935 ლარს შეადგენდა.