ახალი ამბები

თელავის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

თვითმმართველ ქალაქ თელავის მერია კონკურსანტებთან გასაუბრების ჩატარების თარიღს დღეს გადაწყვეტს.  მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს ინფორმაციით, ტესტირებაზე 233 კონკურსანტი გამოცხადდა, დაწესებული მინიმალური ზღვარის გადალახვა კი 147-მა კონკურსანტმა მოახერხა:
,,სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი თუ როდის ჩატარდება კონკურსის ბოლო ეტაპი. ბოლოს კი შეჯამებული შედეგები და შერჩეული კანდიდატები დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება”, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.geერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.