ახალი ამბები

გლეხებსა და მცირე მეწარმეებს დაუმუშავებელ მიწებზე გადასახადი არ გაეზრდებათ

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, მიწის მფლობელებს ვისაც მოსავალი არ მოჰყავს, შესაძლოა გადასახადები გაუზარდონ: „ადამიანი, რომელიც არ უვლის მიწას და არ მოჰყავს მოსავალი, არ შეიძლება იგივე პირობებში გვყავდეს, როგორშიც ის ადამიანი, რომელიც უვლის მიწას. აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში და სერიოზულად განვიხილავთ საგადასახადო ნაწილში აგრარული მიწის სოფლის მეურნეობის დანიშნულებით არგამოყენების, ან უმოქმედობის შემთხვევაში გადასახადების გაზრდას“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, რომ მიწის გადასახადის ზრდა მხოლოდ მსხვილ ფერმერებს ეხებათ და საკანმდებლო ინიციატივა მცირე მიწიან გლეხებს და ფერმერებს არ შეეხებათ.