ახალი ამბები

ხილბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარებაზე საპარტნიორო ფონდში მსჯელობენ

საპარტნიორო ფონდი ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის პროექტის განვითარებაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ფონდმა, მოწვეულ კონსულტანტებთან ერთად, ჩაატარა კვლევა ამ მიმართულებით, რომელიც ინტერესთა გამოხატვის პროცესში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. კვლევის თანახმად, 4700 ტონიანი ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობამ უნდა დაფაროს თბილისისა და რუსთავის ტერიტორია,რომელსაც საქართველოს მასშტაბით საკვები პროდუქტების მოხმარების 31% უკავია:
,,სამაცივრე მეურნეობის ოპერირების გარდა, შემოთავაზებული ბიზნეს-მოდელი ასევე მცირე ფერმერებისგან ხილისა და ბოსტნეულის შეგროვების პროცესს მოიცავს. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდი მზად არის, პროექტის თანადაფინანსება განახორციელოს” – აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.