ახალი ამბები

გასულ წელს სირიაში პანკისის 8 მაცხოვრებელი დაიღუპა

მთავრობამ კი საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. უცხო ქვეყნის არალეგალურ ფორმირებაში ჩართვა, წვრთნა, პროპაგანდის გაწევა, მოწოდება და გადაბირება სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად ძირითადად პანკისიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან მიდიან.

საზღვარგარეთ უკანონო სამხედრო დაჯგუფებებში მონაწილეობის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა პარლამეტში მალე დაიწყება.