ახალი ამბები

დღეს 1 დოლარი 1.95 ლარი ღირს

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების უმეტესობაში მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა 1.94-დან 1.95 ლარის ფარგლებში შეუძლია.  რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 1.90-დან 1.92 ლარის ფარგლებში იბარებენ.
სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები აცხადებენ, რომ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი – 1.95 ლარი დღეს დილიდან მოქმედებს. ისინი ვარაუდობენ, რომ კურსი კიდევ მოიმატებს.
მათი განცხადებით, ამ ეტაპზე მომხმარებლები დოლარს უფრო აბარებენ, ვიდრე ყიდულობენ.