ახალი ამბები

შირაქის ველზე აღმოჩენილ ნამოსახლარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება

მინისტრის თქმით, უნიკალურ აღმოჩენას შირაქის ველზე კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭება.
სატელიტური გადაღებების დროს აღმოჩენილი უნიკალური ნამოსახლარი 3 ათას 200 წლის წინანდელია. გათხრებით დასტურდება, რომ შირაქის ველზე ციხე კილომეტრნახევარი სიგრძის გალავნითა და თორმეტი მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილით არის შემოსაზღვრული.
აღმოჩენილია რამდენიმე ასეული მეტრის საიდუმლო გვირაბი, რომელსაც არსებული ინფორმაციით წყალმომარაგების საშუალებას წარმოადგენდა.
ისტორიკოსები და არქეოლოგები ფიქრობენ რომ შირაქის ველზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქალაქი არსებობდა.