ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში ტესტირების ეტაპი 390 კონკურსანტიდან 197-მა გადალახა

,,უკვე მეორე დღეა კონკურსანტებთან გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს. 390 კონკურსანტიდან ტესტირება მხოლოდ 197-მა მოქალაქემ გადალახა, გამგეობას კი 151 ვაკანტური ადგილი აქვს’’,-განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის თვითმმართველი თემის საკრებულომ და გამგეობამ პირველად კონკურსი106 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, კი რომელიც თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატებისა და საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს, გამგეობამ ვაკანსია დამატებით 45 შტატზე 11 დეკემბერს გამოაცხადა.