ახალი ამბები

შსს: საქართველოს 2014 წელს 5.49 მლნ ვიზიტორი სტუმრობდა

მონაცემების მიხედვით, ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოდიან და 24 საათის განმავლობაში ჩერდებიან ქვეყანაში, „ტურისტებად“ არიან კვალიფიცირებულები.
5.9 მილიონი ვიზიტორიდან 2014 წელს 2 218 050 „ტურისტი“ იყო, რაც 2013 წელთან შედარებით 7.39%-იანი ზრდაა.
ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს გასულ წელს მეზობელი სახელმწიფოებიდან ეწვია. ამ სიას კვლავაც თურქეთის მოქალაქეები ლიდერობენ, რადგან 2014 წელს 1.43 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა საქართველოში, რაც 10.1%-იანი კლებაა 2013 წელთან შედარებით; შემდეგ მოდიან სომხეთის მოქალაქეები 1.32 მილიონი შემოსვლით (2.3%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); აზერბაიჯანის მოქალაქეები – 1.28 მილიონი (19.2%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); რუსეთის მოქალაქეები – 810 233 (5.58%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); უკრაინის მოქალაქეები – 143 157 (12.9%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით). ირანის მოქალაქეების ვიზიტები ორჯერ მეტად შემცირდა 2014 წელს და 41 747 შეადგინა.

შსს-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სტუმრობა 11%-ით გაიზარდა 2014 წელს წინა წელთან შედარებით და 230 323-ს მიაღწია.