შეტევა დემოკრატიულ საზოგადოებასა და ევროპულ ფასეულობებზე

შედეგად დაღუპულთა შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტია. გარდაცვლილია 12 ადამიანი. ევრპის საბჭოს მდივნის თქმით, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზანმიმართული იყო თავისუფალი აზრის გამოხატვის წინააღმდეგ. 

“ბი-ბი-სის” ცნობით, პარიზის ცენტრში, 7 იანვარს  ჯიჰადისტების სამოსში გამოწყობილმა ორმა  შეიარაღებულმა  თავდამსხმელმა იერიში მიიტანა ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე.  მათ სახეზე ნიღბები ეკეთათ. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ისინი ყვიროდნენ “დიდება ალაჰს” და “ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველის გამო!”. თავდამსხმელებმა ტერიტორია შავი ფერის ავტომობილით დატოვეს, რომელიც მოგვიანებით პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მიტოვებული ნახეს.
საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.
პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ორი პოლიციელია. სატირულმა ჟურნალმა “ტვიტერზე” ბოლოს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა, როდესაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.