თელავის მერმა ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
2015 წლის იანვრიდან მერიის გადაწყვეტილებით, ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს, საკვების მიღება აღნიშნულ დაწესებულებაში კვირის ყველა დღეს შეეძლებათ.
,,დღეს ჩვენს ხანდაზმულებს მივულოცეთ დამდეგი ახალი წელი და ვესაუბრეთ დაგეგმილ სიახლეებზე. ახალი წლიდან მერიის გადაწყვეტილებით, მათ საკვების მიღება შეეძლებათ კვირის ნებისმიერ დღეს. ჩვენ ვცდილობთ, ვიზრუნოთ და უფრო მეტი დრო დავუთმოთ მათ”,- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების თქმით, მერიის ინიციატივა მათთვის მისაღებია და რიგ პრობლემებს მოუხსნით.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საკვების გაცემის დღეებს დაამატებენ. ეს ბევრ პრობლემას მომიხსნის, რადგან არ მაქვს საშუალება საკვები ვიყიდო”,- განუცხადა Knews.ge-ს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარმა, ლუიზა მარტირუზოვამ.
დღესვე თელავის ხანდაზმულთა სახლში გაიმართა წინასაახალწლო ღონისძიებაც, რომელშიც ქალაქის ვოკალური და მუსიკალური ანსამბლები მონაწილეობდნენ.