ახალი ამბები

მთავარი პროკურორი: ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიება მყისიერად ვერ მოხდება

მისი თქმით, 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.
“გავაანალიზეთ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ შემოსული საჩივრები, ზიანის ოდენობის, ქონების უკანონოდ ჩამორთვის ფორმებისა და ჩამორთმეული ქონებების სახეობების მითითებით. 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც სპეციალიზებული იქნება უშუალოდ ამ საკითხებზე სამუშაოდ, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ქვეყანაში ის უსამართლობის განცდა, რაც მემკვიდრეობით გვერგო. ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, ეს ვერ მოხდება მყისიერად, რადგანაც წლების განმავლობაში ათასობით ფაქტი დაგროვდა. თითოეული მათგანი საჭიროებს ინდივიდუალურად დეტალურ შესწავლას. საქართველოს პროკურატურა ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და გეგმებზე საზოგადოებას უახლოეს მომავალში სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის”, – განაცხადა ბადაშვილმა.