ახალი ამბები

ღვინის კომპანიები 2015 წელს საექსპორტო ბაზრებზე სირთულეებს ელოდებიან

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ პროცესს შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია ჰქონდეს და ყაზახეთზეც გავრცელდეს რადგან ეს ქვეყნები ურთიერთდამოკიდებული არიან და არის საუბრები, რომ დევალვაციის ფაზა ყაზახეთსაც შეეხება. 
მარგველაშვილი ამბობს, რომ 2015 წელთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება რთულია და ამ ბაზრებზე არსებული სიტუაცია კომპანიებსაც შეეხებათ.
კომპანია „შუხმან ვაინის” გენერალური დირექტორი, რომელმაც რუსეთის ბაზარზე ექსპორტი 2014 წელს პირველად განახორციელა, აცხადებს, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო თუმცა დღეს ამ ბაზარზე პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური რისკებიც გაჩნდა. კომპანია მომავალ წელს რუსეთის მიმართულებით გაყიდვების წილის შემცირებას გეგმავს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ქართული ღვინისთვის ძირითადი ბაზარი მაინც რუსეთი და უკრაინაა, სადაც დღეს ეკონომიკური კრიზისია. გიორგი სამანიშვილის თქმითაც იმედები, რომ ექსპორტის მაჩვენებლები მომავალ წელსაც გაიზრდება არსებობს, თუმცა პროგნოზის გაკეთება რთულია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2014 წელს ქართული ღვინის საექსპორტო მაჩვენებელმა ბოლო 20 წლის რეკორდი დაფიქსირდა და ემბარგომდე არსებულ მონაცემებს გადააჭარბა. 2014 წელს საქართველოდან 59 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი მოხდა.