ახალი ამბები

2015 – ქალთა უფლებების დაცვის წელი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2104 წელს აჯამებს. როგორც კომიტეტის თავმჯფდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მოქალაქეთა მომართვიანობის თვალსაზრისით ლიდერი კომიტეტია.
ბესელიას ინიციატივით, მომავალი 2015 – ქალთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადდება. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში კომიტეტემა 11 300-ზე მეტი განცხადება განიხილა. მომზადდა 141 დასკვნა:
“მიმდინარე წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესული იყო, არის სიახლეები აღმასრულებელი უწყებების საპარლამენტო კონტროლის კუთხით და მთავრობის ანგარიშვალდებულების მიმართულებით. არის გამოწვევბიც და მომავალი წლის პრიოროტეტი იქნება კომიტეტის მუშაობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, იგეგმება მართლმსაჯულების, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფირმირება, რაშიც კომიტეტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.