ახალი ამბები

სოფლის ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი დაიწყო

სოფლის ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი – „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსის საგამოფენო დარბაზი დღეს და ხვალ 10 საათიდან 18 საათამდე წიგნის გამოფენას – სახელწოდებით: „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მასპინძლობს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია სოფლის ბიბლიოთეკებისათვის გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემები. ბიბლიოთეკებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ სასურველი ლიტერატურა, თითოეულ ბიბლიოთეკაზე გამოყოფილია 500 ლარი ვაუჩერის სახით. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით. 
საქართველოში ამჟამად არსებობს 613 საჯარო ბიბლიოთეკა, რომელთა წიგნადი ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო. პრაქტიკულად არ შევსებულა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.