ახალი ამბები

პრემიერი ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს წარმატებულად აფასებს

„ჩვენ უკვე გვაქვს უდიდესი შედეგები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები აქამდე არასდროს განხორციელებულა ჩვენს ქვეყანში და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით ოჯახი გადარჩა ამ პროგრამით და ბევრმა ადამიანმა იგრძნო შვება,“ – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა მისი ინიციატივით ჩამოყალიბებული სოლიდარობის ფონდის წარმატებული მუშაობა. მისი თქმით, საზოგადოების სოლიდარობის შედეგი იყო ის, რომ დაფინანსდა უმძიმესი სენით დაავადებული 48 ბავშვის მკურნალობა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ფონდის საქმიანობაში.