ახალი ამბები

დედოფლისწყაროს სათნოების სახლში დარღვევებზე საუბრობენ

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი სათნოების სახლში არსებულ დარღვევებზე ღიად საუბრობს.  ,,ქიზიყის” ინფორმაციით,, ხარვეზები იყო ჰიგიენის კუთხით, თანამშრომელთა მხრიდან მოხუცებთან გამოხატულ დამოკიდებულებაში და კვების რაციონში. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მხრივ პრეტენზიები ხშირად ისმოდა. სწორედ ამიტომ რამდენიმე თვის წინ სათნოების სახლის ხელმძღვანელი შეიცვალა. ზვიად ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები ვითარებას პერიოდულად გააკონტროლებენ, რადგან ამ კატეგორიის ბენეფიციარები სენსიტიურ მიდგომას საჭიროებენ.