ახალი ამბები

1 თვის განმავლობაში ჩამოსული უცხოელი სტუმრები ღვინით დასაჩუქრდებიან

კამპანიის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ჩამოსულ ყველა უცხოელ სტუმარს საჩუქრად გადაეცემა სააგენტოს მიერ ბრენდირებული ღვინო.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ტურისტებს სააგენტოს სახელით გადაეცემათ 2012 წლის საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი, მშრალი ღვინო. 
უწყების ინფორმაციით, ღვინის ეტიკეტი სპეციალურად აღნიშნული კამპანიისთვის დამზადდა და იგი ასახავს მნიშვნელოვან ფაქტებს ქართული ღვინის წარმოებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ.
კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 47 000 უცხოელ ვიზიტორს გადაეცემა სპეციალური საჩუქარი. მეწარმეობის განვითარების სააგენტო აღნიშნული კამპანიით იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ახალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება.