ახალი ამბები

თებერვლიდან პური შესაძლოა, გაძვირდეს

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ექსპორტი შეჩერებულია.კომერსანტის ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორის”გადაწყვეტილებით ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გაუცემლობის გამო ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა მათ შორის საქართველოსთვის. 
,,რუსეთის მეხორბლეთა და ექსპორტიორთა კავშირმა უკვე მიმართა უწყებას და მოლაპარაკებები დაწყებულია თუმცა პარალელურად დატვირთული გემები, რომლებზეც 15 ათასი ათასი ტონა ხორბალია გაჩერებულია და დადებული კონტრაქტები ამ დროისთვის ვერ სრულდება”.
სილაგავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანას ხორბლის მარაგები აქვს და თებერვლამდე ბაზარზე ცვლილება არ იქნება, თუმცა თუ რუსეთთან შეთანხმება ვერ მოხერხდა მაშინ განიხილება ბაზრის შეცვლის საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს ყახაზეთი, სადაც ხორბალი უფრო ძვირია, ან უკრაინა, სადაც ხარისხი შედარებით დაბალია:
,,თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა სავარაუდოდ, ტონა ხორბალი 20-30 დოლარით გაძვირდება. დღიესათვის საქართველოში ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის“.