ახალი ამბები

თვითმმართველი თელავის თემი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი, დღეს და ხვალ, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას წინანდალში, ნაფარეულში და იყალთოში გამართავს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს, 15.00 საათზე – სოფელ წინანდლის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება. ხვალ დაგეგმილია 2 შეხვედრა – 11.00 საათზე – სოფელ იყალთოს კულტურის ცენტრში და 15.00 საათზე – სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლაში.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს:
„ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობას და მათ შენიშვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბიუჯეტის თანხები სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მიხედვით უნდა გადანაწილდეს,” – აცხადებენ გამგეობაში.
2015 – 2018 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. თელავის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: თავდაცვა და უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.