ახალი ამბები

თელავის მერია 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვას მართავს

ამ წუთებში, თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში, ქალაქ თელავის მერია 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო.
თელავის ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ქალაქისთვის ყველა მნიშნელოვანი საკითხია შეტანილი.
ბიუჯეტის პროექტში ყველაზე დიდი თანხა ინფრასტრუქტურული მიმართულებასისთვის არის გათვალისწინებული:
,,ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის მიმართულება 2 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა, ჩვენთვის ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. იმ შემთხვევაში თუ საჯარო განხილვის დროს მოქალაქეებს ექნებათ შენიშვნები და რეკომენდაციები, განვიხილავთ და გათვალისწინებთ,”- განუცხადა knews.ge-ს თელავის ვიცე-მერმა.