ახალი ამბები

ასოცირების ხელშეკრულების გზამკვლევის პრეზენტაცია თესაუში

გზამკვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები.
დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის ნიკოლოზ შარვაშიძეს განმარტებით, გზამკვლევი ილუსტრირებულია და რაც მთავარია დეტალურად და გასაგებადაა გადმოცემული ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ:
,,გზამკვლევი ლაკონური ტექსტით გადმოსცემს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების შინაარსს; საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიას, იძლევა ინფორმაციას მისი ძირითადი ინსტიტუტების შესახებ. გარდა ამისა, პუბლიკაცია მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობა, შეთანხმების მომზადების პროცესი, პოლიტიკური დიალოგი, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, ფინანსური დახმარება და ასოცირების დღის წესრიგი,”- აღნიშნა პრეზენტაციისას ,,NIMD“ – ის კახეთის კოორდინატორმა ნიკოლოზ შარვაშიძემ.