ახალი ამბები

ავთანდილ ღელაღუტაშვილი საბუთების გაყალბებაზე საუბრობს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს უფლებამოსილება შეუწყდა, რომლის მიზეზებიც ავთანდილ ღელაღუტაშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განმარტა. მისი თქმით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში მიიღო შიდა აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმადაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული ავთანდილ ღელაღუტშვილის დოქტორის ხარისხი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ღელაღუტაშვილი არ ეთანხმება და კომისიისათვის მიწვდილი საბუთების სისწორეში ეჭვი შეაქვს. მისივე განცხადებით, დებულება, რომელიც გაიგზავნა განვითარების ხარისხის ცენტრში, მცდარია. ავთანდილ ღელაღუტაშვილის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული საბუთი გაყალბებულია: „ცხადია ეს დოკუმენტი გაყალბებულია, რადგანაც ამისი დამადასტურებლი საბუთები გამაჩნია“.