ახალი ამბები

თელავის მერიასა და საკრებულოში 72 შტატზე ვაკანსია გამოცხადდა

თელავის მერიასა და საკრებულოში 72 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა. მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს თქმით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს. არჩილ თხლაშიძესვე ინფორმაციით,, განაცხადების გადარჩევის შემდეგ, 27-28 დეკემბერს დაგეგმილია მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტებისთვის ტესტირების ჩატარება:
,,კონკურსი ქალაქის მერიის 66 და საკრებულოს 6 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული. პირველი ეტაპის შემდეგ დაგეგმილი გვაქვს განათლების სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება. გამოცდას, სამინისტროს ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ მომზადებული ტესტებით გავივლით. რაც შეეხება მოთხოვნებს, კანონის ფარგლებში კონკურსანტებს საშუალო განათლება მოეთხოვებათ”,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.