ახალი ამბები

ზემო ხოდაშენში კომპანია “ბადაგონმა” ახალი ღვინოების – “ბრუტისა” და “როზეს” პრეზენტაცია გამართა

კომპანიამ საწარმოს ახალი ტექნოლოგიური ხაზით აღჭურვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აღებული სესხით განახორციელა. 
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 600 000 აშშ დოლარის შეღავათიანი კრედიტით, შესაძლებელი გახდა საწარმოს გაძლიერება და ახალი ტექნოლოგიური ხაზით აღჭურვა. მათივე თქმით, შედეგად, უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიის დანადგარების გამოყენებით, კომპანიამ მომხმარებელს საუკეთესო ქართული ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ცქრიალა ღვინო შესთავაზა.
ახალი ხაზის გახსნას, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგი არ აქვს კახეთის გუბერნატორთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. 
„ბადაგონმა“ წელს შეიძინა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურით აამუშავა კიდევ ერთი გაჩერებული საწარმო მანავში. ბოლო 2 წლს განმავლობაში კი კომპანიამ 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.