ახალი ამბები

2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს

პირველად ეს თანხა დაბალხელფასიანებს 2014 წელს დაუბრუნეს, რაშიც 130 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2015 წელს ამას 140 მილიონამდე დასჭირდება. თუმცა, მომდევნო, 2016 წლიდან ეს წესი გაუქმდება.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოთავისუფლებული თანხა მთლიანად სოციალურად დაუცველებს მოხმარდებათ. მათივე თქმით, იქმნება სოციალური დახმარების ახალი სისტემა – 2015 წლიდან ამოქმედდება შეფასების ობიექტური მეთოდოლოგია და შემწეობას ისინი მიიღებენ, ვისაც მართლა სჭირდება. კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.