ახალი ამბები

სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების პალატის ხელმძღვანელმა თელავში შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სპორტისა და სავაჭრო საკითხებსა და სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელემბოსა და თელავს შორის პარტნიორობის პერსპექტივის შესახებ. 
,,სტუმართან ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე და მოვისმინეთ მისი მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებებით. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და მე იმედი მაქვს, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ,”- განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ.