ახალი ამბები

სოფელ კაკაბეთში ადრეული ქორწინების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა

,,ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი XXI”- ს ორგანიზებით, სოფელ კაკაბეთში გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კაკაბეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. დისკუსიის დროს იმსჯელეს ისეთ თემებზე როგორიცაა ადრეული ქორწინების პრობლემა, გენდერისა და სქესის განსხვავება, გენდერული სტერეოტიპები, კაცების ჩართულობა საოჯახო საქმეებში და სხვა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფლის სხვადასხვა უბანში და სკოლაში გააკრეს სტიკერები, რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა მოწოდება, მათ შორის: “ბავშვზე დედამ და მამამ თანაბრად უნდა იზრუნოს,” ,,ადრეული ქორწინება ვნებს ქალის ჯანმრთელობას”, “ძალადობას არავინ იმსახურებს”, ,,იყო ჯანმრთელი ნიშნავს იცოდე მეტი ჯანმრთელი სქესობრივი ცხოვრების შესახებ” და სხვა.
შეხვედრაზე მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და უსაფრთხო დედობის შესახებ და ასე შემდეგ. დისკუსიის მონაწილეებმა ესეების კონკურსში ჩართვის სურვილიც გამოხატეს.