ახალი ამბები

სპეციალისტები მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, მონაცემები განგაშის საფუძველს იძლევა. 
“მიმდინარე წელს წითელას 3 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შეიძლება საგანგაშოდ მივიჩნიოთ. საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია. რაც შეეხება ასაკობრივ მონაცემებს, შემთხვევები ძირითადად ზრდასრულ ადამიანებში ჭარბობს”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველას, ვისაც წითელას საწინააღმდეგო აცრა არ ჩაუტარებია, მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ აცრა. ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.