ახალი ამბები

გურჯაანში ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი აღმოაჩინეს

 მეცნიერების ყურადღების ცენტრში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ზიარია, სადაც საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი აღმოაჩინეს. დურგლიაანთ მიწების ისტორიულ უბანში ორი სხვადასხვა სახის არქეოლოგიური ფენაა ნაპოვნი.  მითითებული ობიექტები, სავარაუდოდ, ძველი ქვის ხანის პერიოდის ნამოსახლარს წარმოდგენს. არქეოლოგიურ ფენებში სპეციალისტებმა ქვის უძველეს არტეფაქტებს და პრეისტორიული ცხოველების ნაშთებს მიაკვლიეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი 5 ხელუხლებელი გეოლოგიური და კულტურული ფენა ამ ტერიტორიაზე მოსახლე პირველყოფილი ადამიანის შესახებ უნიკალურ ინფორმაციას იძლევა. 5 გეოლოგიური ფენიდან 4 აქვს მეცნიერული ღირებულება. მეცნიერულად ღირებული მასალა ყველაზე დაბალი მეხუთე ფენიდან მომდინარეობს. აბსოლუტურ დათარიღებამდე მეცნიერები კონკრეტულ პერიოდზე საუბრისაგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.