ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით 45 შტატზე ვაკანსია გამოცხადდა

გამგეობაში აცხადებენ, რომ ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველებმა განაცხადი 19 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ.
,,11დეკემბერს გამოცხადდა კონკურსი დამატებით 45 შტატზე. გარდა ამისა, დასრულდა უკვე 106 ვაკანსიაზე განაცხადების მიღება, მაგრამ შტატების დამტების გამო სპეციალისტებზე და წამყვან სპეციალისტებზე ახლიდან გამოვაცხადეთ კონკურსი. განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, პირველი და მეორე ეტაპის კონკურსის განაცხადები 19 -ში ერთად გადაირჩევა”,- განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო აფციაურმა. 
თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის გამგეობას და საკრებულოს 121 თანამშრომელი ჰყავს. ახალი კანონით კი მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა საშტატო ერთეულის დამატებას განსაზღვრავს.
,,ხელშეკრულებით გვყავდა 55 მოსამსახურე, ეს ხალხი გადავა შტატებში და ჩააბარებს ტესტირებას,’’- განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.