ახალი ამბები

თელავის ბაღებს ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა გადაეცათ

თელავის მერის ინიციატივით, თელავის ცხრა სკოლამდელ დაწესებულებას ახალი ავეჯი ბაღების მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა. ახალ ინვენტარში შედის: თარო-კარადები, მაგიდები, ბავშვის საწოლები, მასწავლებლის სამუშაო მაგიდები, სამზარეულოს კარადები, სამზარეულოს მაგიდები. თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, ბაღები თვის ბოლომდე შესაბამისი ბიბლიოთეკით და სათამაშოებით მომარაგდებიან. 
,,ქალაქში ცხრა სკოლამდელი დაწესებულებაა, რომლებიც თვის ბოლომდე შესაბამისი ბიბლიოთეკით მომარაგდებიან”, – აცხადებს ქალაქის მერი. ბაღებისვე მოთხოვნის საფუძელზე, მათ, პირველ ეტაპზე სამზარეულოს ინვენტარი უკვე გადასცეს.