ახალი ამბები

თელავში საახალწლო ღონისძიებებზე 25 000 ლარი დაიხარჯება

თელავში საახალწლო მზადება დაიწყო. ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ღონისძიებებისათვის 25 000 ლარი დაიხარჯება.  თელავის მერის პრესსპიკერის, თეკლა იანვარაშვილის ინფორმაციით, ქალაქში განათებების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს:
,,წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, თელავი განსაკუთრებულად მოირთვება. ქალაქში ღონისძიებები 31 დეკემბერს, ბავშვებისთვის, დღის 12 საათზე ნადიკვარის პარკში დაიწყება. საღამოს კი ბენდი ,,მუსიკის ქალაქი” გალა-კონცერტს გამართავს”, – განაცხადა თეკლა იანვარაშვილმა.