ახალი ამბები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონში მორიგი ცვლილებები იგეგმება

მისი თქმით, კანონში არსებული ხარვეზების ნაწილი გამოსწორდა, ხოლო ნაწილის გამოსწორება და სავიზო რეჟიმის გამარტივება 2015 წლის იანვარშიც იგეგმება.
“ჩვენი მხრიდან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის უკვე მრავალი წელია უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თუმცა, იმ რეგულაციებისა და წესების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ჩვენ შემოვიღეთ, წარმოდგენილი იყო ევროკავშირის ჯგუფის მხრიდან, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ ვიზალიბერალიზაციის რეფორმაზე. მე ღიად დავაფიქსირე, რომ იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც უკევე გავასწორეთ. ვაპირებთ კიდევ უფრო გავამარტივოთ ბევრი პუნქტი, რომელიც არავითარ პრობლემას არ შეუქმნის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას. ჩვენ წარმატებით დავხურეთ გეგმის პირველი ფაზა და გადავედით მეორეზე, ასე რომ, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები, რომ კომფორტი შევუქმნათ უცხოელ ტურისტებს, ინვესტორებს და ა. შ. პარლამენტში უკვე გავაგზავნეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, დამტკიცებული უნდა იყოს ან თვის ბოლომდე დამტკიცდება. ჩვენ კიდევ ვგეგმავთ იანვარში რამდენიმე მუხლის გამარტივებას, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ უცხოელ ტურისტებს, ინვესტორებს და არა მხოლოდ მათ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, რის შედეგადაც საქართველომ სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, თუმცა ამის შემდეგ კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ისევ სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ იქნა გადადგმული.