ახალი ამბები

თელავში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო

თელავში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქში განათებების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, ნაძვის ხე თელავის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა, აქვე გაიმართება კონცერტიც. ამ ეტაპზე უცნობია რა თანხა დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.