ახალი ამბები

თესაუში ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაციამ“ შეხვედრა გამართა

ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის მიზანია სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა და ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით შემუშავებული კანონპროექტის მომზადება, რომელიც რეკომენდაციის სახით სახელისუფლებო ორგანოებს წარედგინება:
,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის, საბა სუთიძეს თქმით, შეხვედრაზე ახალგაზრდებს სტუდენტური თვითმართველობების სხვადასხვა მოდელები გააცნეს.
,,ჩვენ, დღეს, სტუდენტებისგან მოვისმინეთ თვითმმართველობის შესახებ არსებული მოდელის თაობაზე. გავაცანით და ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციონირების მექანიზმები. ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნულ პროექტს საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში, მათ შორის თელავშიც ახორციელებს,”- განაცხადა საბა სუთიძემ.