ახალი ამბები

2014 წელს კახეთში 1200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, 2014 წელს 2014 წელს კახეთში 1200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 127 კმ საავტომობილო გზას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა. შილაშვილის ინფორმაციით, მოეწყო 110 ჭაბურღილი, წყლის ახალი სათავე ნაგებობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათეულობით კილომეტრ წყლის სისტემებს. შვიდ მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების რეაბილიტაციის კუთხით 40 მილიონი ლარის მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. 
2014 წელს რეგიონში აშენდა 4 ახალი სასაზღვრო პუნქტი. ექსპლუატაციაში შევიდა 2 ჰიდროელექტრო სადგური (ყვარელი, ახმეტა), რომელთა ჯამური სიმძლავრე 15 მეგავატს აღემატება, ინვესტიციის ღირებულება 16 მილიონი დოლარია. მშენებლობის ეტაპზეა მდინარე სტორზე და ლოპოტაზე ორი სადგური, ხოლო პროექტირების ეტაპზეა 4 ჰიდროელექტრო სადგური, რომელთა ჯამური ღირებულება 80 მილიონ დოლარს შეადგენს. გაზიფიცირდა 20 109 ოჯახი და მომავალ წელს დაგეგმილია 18 518 ოჯახის გაზიფიცირება. მიმდინარე წელს აშენდა 4 საბავშვო ბაღი, სოფელ ლამბალოში შენდება თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 89 საჯარო სკოლას და 87 საბავშვო ბაღს. ლაგოდეხის რაიონში ამბულატორიული მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა. 2015 წლის ბოლომდე დედოფლისწყაროში დასრულდება 25 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადყოფოს მშენებლობა. კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო ახალი ამბულატორიული შენობა. შემოყვანილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 19 ახალი ავტომანქანა.