ახალი ამბები

თელავის მერია და გამგეობა 15 მილიონს დახარჯავს

8 მილიონ ლარზე მეტი მერიამ, ხოლო 7 მილიონამდე ლარი თემის გამგეობამ უნდა დახარჯოს. სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან თელავისთვის გამოყოფილი თანხა გასულ წელთან შედარებით მინიმუმ 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 
რა კონკრეტული მიმართულებით აპირებენ მერია და თემი 15 მილიო­ნის გახარჯვას, რითი გაუმჯობესდება სახელმწიფო სერვისები თითოეული მოქალაქისათვის, ამ კითხვებზე პასუხს ჟურნალისტები ბიუჯე­ტის განხილვების პარალელურად მივიღებთ. მანამდე კი წინასწარი განხილვები დასრულებულია. თვითმმართველ ქალაქ თელავსა და თემის ბიუჯეტის პროექტების სამუშაო ვერსია განსახილველად მერიამ და გამგეობამ საკრებუ­ლოებში გადაგზავნა, რომლებიც შენიშვნებით ჩასასწორებლად უკან უკვე დაბრუნდა. 
ამჟამად დოკუმენტი ხელახლა მუშავდება. თელავის მერიამ და გა­მგეობამ ჩასწორებული ბიუჯეტის პროექტები საკრებულოებს 10 დე­კემბრამდე უკან უნდა დაუბრუნოს, რის შემდეგაც საჯარო განხილვები დაიწყება. 
თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი პრიორიტეტები, ინფრასტრუქ­ტურის, ჯანდაცვის, სოციალური პაკეტის, სკოლამდელი აღზრდის და კულტურის განვითარებაა. 
,,გვინდა, პროექტი მაქსიმალუ­რად იყოს მორგებული ჩვენი მო­სახლეობის საჭიროებებზე. ვფიქრო­ბთ, რომ ის ძალიან სწორად არის დაგეგმილი და ეფექტური იქნება. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან უკვე გადმოგვეგზავნა შენიშვნებითა და რეკომენდაციებით. ამჟამად მიმ­დინარეობს ჩასწორებული ვარიან­ტის განხილვა მერიაში,’’- აცხადებს თენგიზ მთვარელიშვილი. 
ქალაქის ვიცე-მერის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, ამ მიმარ­თულებით 2015 წელს მნიშვნელო­ვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მისი თქმით, მერიის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტმა 8 მილიონ 318 ათასი ლარი შეადგინა. 
თელავის მერიის ბიუჯეტის პროექტში, ინფრასტრუქტურის მიმართულება 2 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა. რო­გორც მერიაში აცხადებენ, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგე­ბაა ქალაქში. ქალაქის ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, ამ მიმართულებით 2015 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადად­გმა იგეგმება: 
,,მერიისთვის 2015 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის ინფრასტრუქტურული მი­მართულება, რომლის მოსაწესრი­გებლად 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, 2014 წლის ბიუჯეტი შეისწავლეს, გააკეთეს ანა­ლიზი და, შესაბამისად მომზადდა. ამ საკითხზე საინტერესო წინა­დადებები და რეკომენდაციები აქვს ქალაქის საკრებულოს. კანონის თანახმად, 25 ნოემბერს გადმო­გვეგზავნა ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებული ვარიანტ, რომელსაც საკრებულოს 10 დეკემბრისთვის დავუბრუნებთ. ვფიქრობ, ეს ბიუჯე­ტი დამტკიცდება და იქნება ძალიან წარმატებული,’’- განაცხადა თელა­ვის ვიცე-მერმა. 
თელავის მერიის ბიუჯეტის მსგა­ვსად, საკრებულომ თვითმმართვე­ლი თემის გამგეობას ბიუჯეტის პროექტი რეკომენდაციებით, კანო­ნით დადგენილ ვადაში ჩასასწორე­ბლად უკან გადაუგზავნა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტმა 6 მილიონ 443 ათასი ლარი შეად­გინა. 
თელავის მუნიციპალიტეტის გა­მგებელ ალექსანდრე შათირიშვი­ლის თქმით, მომავალი წლის ბიუ­ჯეტი სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზეა გაზრდილი, რომელიც ორჯერ აღემატება იმ თანხას, რაც თემს თელავის გაყოფის შედეგად შეხვდა. 
,,სოფლებში არსებული პრიო­რიტეტული პრობლემების გამო­სავლენად ჩატარდა გამოკითხვები და შეხვედრები მოსახლეობასთან. ყველაზე დიდი პრობლემა, რომე­ლიც სოფლებში გამოიკვეთა, არის გარეგანათება, წყლის პრობლემა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გა­ტანა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვა. ეს ყველაფერი გათვალისწინე­ბულია მომავალი წლის ბიუჯეტში, რადგან ამის საშუალება სახელმწი­ფო ტრანსფერმა მოგვცა.’’ 
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორი­ტეტები უკვე განსაზღვრულია. გამგეობაში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად, პრიორიტეტულ სა­კითხებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ად­გილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მნიშვნე­ლოვანი წინაპირობაა მუნიციპა­ლიტეტის ეკონომიკური განვითა­რებისათვის. 
თელავის გამგეობის საზოგა­დოებასთან ურთიერთობის სამ­სახურის უფროს ვერიკო კობიაშვი­ლის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საკითხების განხორციელებით, უზრუნველყოფილი იქნება მუ­ნიციპალიტეტში მცხოვრები მო­სახლეობის სოციალურ-ეკონო­მიკური მდგომარეობის გაუმჯობე­სება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვი­თარება. 
,,2015 – 2018 წლებში მუნიცი­პალიტეტის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტუ­რის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სკოლამდელი განათლების ხელ­შეწყობას. 
თელავის მუნიციპალიტეტის ძი­რითადი პრიორიტეტებია: თავდაცვა და უსაფრთხოება; ინფრასტრუქ­ტურის მშენებლობა, რეაბილიტა­ცია და ექსპლოატაცია; განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრ­დობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა’’,- განაცხადა ვერიკო კობიაშვილმა. 
მისი თქმითვე, 2015 წლის ბიუ­ჯეტში ინფრასტრუქტურულ მი­მართულებაზე 1 მილიონ 123 600 ლარია გამოყოფილი. 
,,ამ თანხაში შედის წყალი, კე­თილმოწყობის სამუშაოები, მშე­ნებლობა, შიდა გზებისა და გარე განათების სარეაბილიტაციო სამუ­შაოები და სხვა. რაც შეეხება სკო­ლამდელ განათლებას, ამ მიმართუ­ლებაზე 1 მილიონ 202 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სოციალური პროგრამებისთვის 260 ათასი ლარი. 
ამ დროისთვის გამგეობის მიერ გადაგზავნილი ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ შენიშვნებით უკან დააბრუნა, სულ მალე გაითვალისწი­ნებენ და საკრებულოს 10 დეკემ­ბრამდე ჩასწორებული ვარიანტი მიეწოდება. ამის შემდეგ კი, ზონების მიხედვით დაიწყება პროექტის საჯა­რო განხილვები.’’