ახალი ამბები

ხვალ თელავს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით თელავის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება ორი საათით შეუწყდება. 
ხვალ, 10:30 დან 12:30 სთ-მდე, ენერგომომარაგება შეეზღუდება დოდაშვილის, 9 აპრილის, ახვლედიანის, გოგებაშვილის, ჭონქაძის, ნინოშვილის, კვირიკე დიდის, რუსთაველის, თამარის, მაგამედოვის, სვიმონიშვილის, გორგასალის, ლიონიძის, ჭავჭავაძის (ნახევარს) , ბიბერახის, ლეონიძის, ნადიკვარის, ფალიაშვილის, რობაქიძის, ამირეჯიბის, არაყიშვილის, უნივერსიტეტის (ნაწილს), ყვარელის, მუსხელიშვილის, დავითაშვილის,ლაღიძის,ბახტრიონის, ბაგრატიონის ქუჩებსა და თბილისის გზატკეცილს, მაგთის ოფისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სახელმწიფო დაცვის პოლიციას, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, ერეკლე -II -ის მუზეუმს და მოედანზე მდებარე ობიექტებს.
კახეთის ენერგოდისტრიბუციის განმარტებით, ენერგომომარაგების შეწყვეტის მიზეზი 10 კვ-იანი ხაზების,,თელავი- I ” -ისა და ,,საავადმყოფოს” გაყოფის სამუშაოებია. 
უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დამთავრებისთანავე ქალაქის ამ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.