ახალი ამბები

საგარეჯოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

,,ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი XXI”- ს ორგანიზებით, საგარეჯოში აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებაში გენდერის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, არსებულ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა და გადაწყვეტის გზების ძიება. 
სპეციალურად ღონისძიებისათვის შექმნილ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები ქალაქის ქუჩებში ავრცელებდნენ წებოვან ფერად სტიკერებს, რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა მოწოდება, მათ შორის: “ბავშვზე დედამ და მამამ თანაბრად უნდა იზრუნოს,” ,,ადრეული ქორწინება ვნებს ქალის ჯანმრთელობას”, “ძალადობას არავინ იმსახურებს”, ,,იყო ჯანმრთელი ნიშნავს იცოდე მეტი ჯანმრთელი სქესობრივი ცხოვრების შესახებ” და ასე შემდეგ, რომელიც გავრცელდა საგარეჯოს მასშტაბით.
აქციის შედეგ გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელზეც წარდგენილი იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა “კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში”, ასევე ადრეული ქორწინების პრობლემა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დედობა ბავშვობაში”, თითოეულ თემას მოჰყვა განხილვა, ახალგაზრდები აფისქირებდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ თემებთან დაკავშირებით, საჯარო დიკსუსიაზე მოწვეული იყო ფსიქოლოგი. 
ათი სხვადასხვა სახეობის სტიკერის გავრცელება იგეგმება მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ შორის ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში აზერბაიჯანულ ენაზე. 
ღონისძიება პროექტის – ,,გაიგე მეტი, შეცვალე დამოკიდებულებას“ ფარგლებში ჩატარდა.